ალექსანდრე მოწერელიამ ტურიზმის განვითარებისთვის მიმზიდველი ადგილები დაათვალიერა

------------------------------------------------------------------------------------------

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი, ალექსანდრე მოწერელია წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებთან შესახვედრად USAID-ის პროექტის ,,ზრდა საქართველოში“ ხელმძღვანელთან, ბრაიან კინგთან ერთად იმყოფებოდა. აღნიშნული ვიზიტი გუბერნატორმა მუჟავაში, ჭალესა და ფახულანში მცხოვრებ ახალგაზრდებთან შეხვედრის შემდეგ დაგეგმა. 3 სოფლის ახალგაზრდების მიერ შექმნილმა საინიციატივო ჯგუფმა, გუბერნატორთან შეხვედრის შემდეგ, კაბინეტიდან ღია სივრცეში გადაინაცვლეს და სოფლის განვითარების საკუთარი კონცეფცია USAID-ის პროექტის ხელმძღვანელს ადგილზე, მუჟავაში გააცნეს.

სამმხრივ შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგის გაძლიერების პოტენციალზეც ისაუბრეს. ასევე, ახალგაზრდებმა სტუმრებს ტურიზმის განვითარებისთვის მიმზიდველი ადგილები დაათვალიერებინეს.

,,ზრდა საქართველოში“ ხელმძღვანელმა, ბრაიან კინგმა ახალგაზრდების კონცეფცია დადებითად შეაფასა და მათთან მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.

------------------------------

დატოვეთ კომენტარი