ანსამბლმა “შავნაბადამ” წალენჯიხაში სოლო კონცერტი დააანონსა

------------------------------------------------------------------------------------------

“Check in Georgia”-ს ფარგლებში იმართება ფესტივალი “ბაღია ჩვენი ქვეყანა”, რომლის ფარგლებშიც თბილისური ფოლკლორული ანსამბლები კონცერტებს მართავენ რეგიონებში. 9 ივნისს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ნიკოლოზ შენგელაიას სახელობის კინოთეატრში მსმენელის წინაშე წარდგება ანსამბლი “შავნაბადა”. კონცერტში მონაწილეობას მიიღებს წალენჯიხის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის წარმომადგენლობის სალოტბარო სკოლის მოსწავლეთა გუნდი.
დასაწყისი: 16:00
დასწრება თავისუფალია

ფესტივალი ხორციელდება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით.

------------------------------

დატოვეთ კომენტარი