გიდების გადამზადების პროგრამა

------------------------------------------------------------------------------------------

საქართველოში სათავგადასავლო ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით,  USAID Zrda მუშაობს ადგილობრივი თემების მონაწილეობით ახალი ტურისტული პროდუქტების განვითარებაზე. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაცია ახორციელებს  თეორიული და პრაქტიკული ტრენინგების კურსს შემდეგი მიმართულებებზე:  რაფტინგის გიდი, სამთო-საფეხმავლო გიდი, კანიონინგის გიდი და დაივინგის გიდი. ტრენინგებს ჩაატარებენ შესაბამისი სფეროს უმაღლესი რანგის სპეციალისტები.

სამთო – საფეხმავლო გიდის პროგრამა

  • სამთო-საფეხმავლო მარშრუტების გიდის ტრენინგისთვის შეირჩევა 20 ადამიანი;
  • ტრენინგები ჩატარდება 5 დღის განმავლობაში (3 დღე თეორია/2 დღე პრაქტიკა), სამცხე-ჯავახეთის რეგიონის, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის და  ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე (ტრენინგის მონაწილეთა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით);
  • ტრენინგის წარმატებით დასრულების შემთხვევაში მონაწილეებს გადაეცემათ საველე აღჭურვილობა (მხოლოდ სამიზნე თემიდან მონაწილე პირებს);
  • ტრენინგის ჩატარების სავარაუდო პერიოდია: ივნისი – ივლისი;
  • გაიცემა ტრენინგის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

კანიონინგის გიდის პროგრამა

  • კანიონინგის გიდის ტრენინგისთვის შეირჩევა 5 ადამიანი;
  • ტრენინგი ჩატარდება 9 დღის განმავლობაში (2 დღე თეორია/7 დღე პრაქტიკა) სამეგრელო-ზემო სვანეთის  და  იმერეთის რეგიონის ტერიტორიაზე (ტრენინგის მონაწილეთა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით);
  • ტრენინგის ჩატარების სავარაუდო პერიოდია: აგვისტო – სექტემბრის დასაწყისი;
  • გაიცემა ტრენინგის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

რაფტინგის გიდის პროგრამა

  • რაფტინგის გიდის ტრენინგისთვის შეირჩევა 12 ადამიანი;
  • ტრენინგები ჩატარდება 4 დღის განმავლობაში ფშავში მდებარე ბაზაზე (2 დღე თეორია/2 დღე პრაქტიკა);
  • ტრენინგის ჩატარების სავარაუდო პერიოდია: ივლისი;
  • გაიცემა ტრენინგის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

დაივინგის გიდის პროგრამა

  • დაივინგის ტრეინინგისთვის შეირჩევა 5 ადამიანი;
  • ტრენინგი ჩატარდება 9 დღის განმავლობაში (2 დღე თეორია, 7 დღე პრაქტიკა) და მოიცავს პრაქტიკულ გასვლას შავი ზღვის სანაპიროზე – სარფში;
  • ტრენინგის ჩატარების სავარაუდო პერიოდია: ივლისი – აგვისტო;
  • გაიცემა ტრენინგის გავლის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი.

პირველადი სამედიცინო დახმარება

  • გიდების გადამზადების ყველა პროგრამა ითვალისწინებს დამატებით ერთ დღიან ტრენინგს პირველად გადაუდებელ სამედიცინო დახმარებაში;
  • გაიცემა ტრენინგის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

ტრენინგში მონაწილეობის წინაპირობა: მონაწილე უნდა იყოს სრულწლოვანი,  ჯანმრთელი და ფიზიკურად კარგ ფორმაში, აუცილებლად უნდა იცოდეს ცურვა (გარდა სამთო-საფეხმავლო გიდის შემთხვევისა)

ტრენინგის სამიზნე თემები რეგიონების მიხედვით:

სამცხე-ჯავახეთი 

ახალციხის მუნ. ახალციხე ურაველი წყრუთი აწყური მინაძე სხვილისი ფერსა
ასპინძა მუნ. ნაქალაქევი ხიზაბავრა
ადიგენის მუნ. აბასთუმანი ვარხანი
ბორჯომის მუნ. ბორჯომი დვირი
ახალქალაქის მუნ. გოგაშენი
ნინოწმინდია მუნ. ნინოწმინდა ფოკა განძა დიდი ხანჩალი საცხე

სამეგრელო-ზემო სვანეთი

ზუგდიდის მუნ. შამგონა რუხი კოკი ჩხონია ცაიში ახალაბასთუმანი განმუხური ანაკლია დარჩელი
წალენჯიხის მუნ. მუჟავა ფახულანი ლია ჭალე ჯვარი

კახეთი

ახმეტის მუნ. დუისი ხალაწანი ჯოყოლო ქვემო ალვანი ზემო ალვანი ომალო მატანი ახმეტა საყოფიანო

შიდა ქართლი

კასპის მუნ. ლამისყანა ქვემოჭალა კოდისწყარო
გორის მუნ. ტირძნისი ნიქოზი ახალუბანი შინდისი შავშვები ზეგდულეთი მეჯვრისხევი ტყვიავი დიცი
ხაშურის მუნ. წაღვლი ალი
ქარელის მუნ. დვანი ავლევი დირბი ბრეძა ფცა

ქვემო ქართლი

მარნეულის მუნ. შუალვერი კაპანახჩი დამია-გეურარხი წერეთელი ალგეთი
ბოლნისის მუნ. აკაურთა ნახიდური რაჭისუბანი ტალავერი ქვეში
წალკის მუნ. წალკა ავრანლო ბეშთაშენი კუში ბარეთი

მცხეთა-მთიანეთი

დუშეთის მუნ. მჭადიჯვარი გრემისხევი

ტრენინგის საფასური მონაწილეთა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით  

გეოგრაფიული არეალი სამთო-საფეხმავლო გიდი კანიონინგის გიდი რაფტინგის გიდი დაივინგის გიდი
სამიზნე თემები უფასო უფასო უფასო უფასო
სამიზნე მუნიციპალიტეტები 280 ლარი 1574 ლარი 680 ლარი 2076 ლარი
სამიზნე რეგიონები 320 ლარი 2834 ლარი 1224 ლარი 3738 ლარი
ყველა დანარჩენი 360 ლარი 3148 ლარი 1359 ლარი 4153 ლარი

ტრენინგზე დასარეგისტრირებლად გთხოვთ შეავსოთ შესაბამისი სააპლიკაციო ფორმა

აპლიკაციის გამოგზავნის ბოლო ვადა  – 2018 წლის 6 მაისი, 18:00 სთ.

------------------------------

დატოვეთ კომენტარი