გუშინ ქალაქ ჯვარში კარიერზე მ უშაობისას 43 წლის მამაკაცი ტრაქტორმა მოიყოლა

------------------------------------------------------------------------------------------

   წალენჯიხის რაიონ ქალაქ ჯვარში უბედური შემთხვევა მოხდა. ოხარკალეს დასახლებაში, სადაც კარიერის სამუშაოები მიმდინარეობს, ახალგაზრდა მამაკაცი ტრაქტორმა მოიყოლა. თვითმხილველების თქმით, გარდაცავლილი ტრაქტორს მართავდა, თავდაცვის მიზნით, ის ტრაქტორიდან გადმოხტა, თუმცა ქვემოთ მოყვა და ადგილზე გარდაიცვალა. გარდაცვლილი აფხაზეთიდან დევნილია, ის ამჟამად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარაზენში ცხოვრობს. 43 წლის დ. კ კომპანიის კუთვნილ ტრაქტორს მართავდა.

როგორც შს სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სს კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

  • : ჯვარის საინფორმაციო ცენტრი

------------------------------

დატოვეთ კომენტარი