დაიცავით სიცოცხლე და ჩაიტარეთ სკრინინგი

------------------------------------------------------------------------------------------

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და სამედიცინო კორპორაცია ევექსის ორგანიზებით , კლინიკა ევექსის წალენჯიხის რაიონულ საავადმყოფოში გაიმართა, ძუძუს კიბოსა და საშვილოსნოს ყელის სკრინინგი.
პროექტის მიზანია,ძუძუსა და საშვილოსნოს დაავადებათა ადრეული გამოკვლევა და გამოვლენა.
დღეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი ბესიკ ფარცვანია და კლინიკა ევექსის სამეგრელოს რეგიონული კოორდინატორი დავით ფიფია, მაია მაღლაკელიძესთან ერთად შეხვდნენ გამოკვლევაზე მისულ პაციენტებს, სადაც დავით ფიფიამ განაცხადა, რომ ეს აქცია განმეორდება ყოველ სამ თვეში ერთხელ და მადლობა გადაუხადა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერს მხარდაჭერისთვის.

  • : წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიაCity Hall of Tsalenjikha Municipality

------------------------------

დატოვეთ კომენტარი