ეკლესიისა და სამცაცხვის მიმდებარე ტერიტორიაზე 80 ხის ნერგი დაირგა

------------------------------------------------------------------------------------------

დღეს წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესიისა და სამცაცხვის მიმდებარე ტერიტორიაზე 80 ხის ნერგის(მათ შორის: მუხა, კაკალი, წიფელი) დარგვის აქციაში მონაწილეობა მიიღეს პატარა მოჭიდავეებმა და მოხალისეებმა.

დიდი მადლობა იდეის ავტორებს ლუსო და ბადრი კვარაცხელიებს მომავალი თაობის ამ კეთილ საქმეში ჩართულობისთვის და ხის დარგვის პროცესში პატარებისთვის რჩევების გაზიარებისთვის, რაც აუცილებლად გაზრდის მათ ცნობიერებას ბუნების მნიშვნელობაზე.

მეტი აქტივობა წალენჯიხას!!!!

#მეტიაქტივობაწალენჯიხას

    ------------------------------

    დატოვეთ კომენტარი