ექსპედიცია ყვირას მთაზე

------------------------------------------------------------------------------------------

მოლაშქრეთა კლუბმა “შარაშიამ” წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის დახმარებით 5-6 მაისს ჩაატარა ორ დღიანი ექსპედიცია წალენჯიხის მუნიციპალიტეტში,ყვირას მასივზე,რომელშიც მონაწილეობა სხვა და სხვა მოლაშქრეთა და მოგზაურთა კლუბებმა,დამოუკიდებელმა მოლაშქრეებმა და უცხოელმა მოგზაურებმა.ექსპედიციის მიზანი იყო ყვირაზე არსებული მღვიმეების და კარსტული ძაბრების შესწავლა და ყვირას პოპულარიზაცია.ექსპედიციამ წარმატებით ჩაიარა. სტუმრები დაინტერესდნენ ყვირაზე არსებული მღვიმეებით და სხვა ბუნებრივი ძეგლებით და ახლო მომავალში კვლავ აპირებენ ტურების და ექსპედიციების დაგეგმვას. მადლობას ვუხდით ექსპედიციის თითოეულ მონაწილეს ამ ორი უმშვენიერესი დღის გამო.
ასევე ლევან ლუკავას ვუხდით მადლობას გაწეული შრომისთვის და თანადგომისთვის.
განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიას დახმარებისთვის.ვიმედოვნებთ რომ ჩვენი თანამშრომლობა გაგრძელდება და ერთად ბევრ სასიკეთო საქმეს გავაკეთებთ ჩვენი პატარა ქალაქისთვის.

------------------------------

დატოვეთ კომენტარი