ველო მარათონი წალენჯიხაში

------------------------------------------------------------------------------------------

13 მარტს, ქ. წალენჯიხის ცენტრში, ზუგდიდის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით წალენჯიხის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა ველო მარათონი რაიონის საჯარო სკოლების მოსწავლეთა და პროკურატურის თანამშრომელთა მონაწილეობით. შეჯიბრს თვალს ადევნებდნენ წალენჯიხის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. საჯარო სკოლების პედაგოგები, შსს წალენჯიხის სამმართველოს თანამშრომლები და საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლები. ადგილზე ღონისძიების მაღალორგანიზებულად ჩატარებაზე იზრუნა წალენჯიხის მერიის კულტურის, ძეგლთა დაცვის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურმა.

------------------------------

დატოვეთ კომენტარი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *