ლურჯი მოცვის განაშენიანების პროგრამის პრეზენტაცია

------------------------------------------------------------------------------------------

წალენჯიხის  მუნიციპალიტეტის შშმ  პირთა,  ქალთა  და  დევნილთა  ასოციაციის  ორგანიზებით,   მოეწყო  პრეზენტაცია  ლურჯი  მოცვის  განაშენიანებასთან დაკავშირებით.

ევროკავშირის პროექტის ფარგლებში საქართველოში მოცვის პლანტაციების საცდელი განაშენიანება  2014  წელს დაიწყო. საქართველოს სამ რეგიონში – აჭარაში, გურიასა და სამეგრელოში 15 ჰექტარ ფართობზე 10 სხვადასხვა ჯიშის ნერგი დარგეს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს გათვლებით, სახეობების მრავალფეროვნება, ადგილობრივ ნიადაგთან შესაბამისობის საშუალებას იძლევა.

პრეზენტაციაზე  აღინიშნა, რომ  პროგრამა საქართველოში სურსათის წარმოების ზრდას და სოფლად სიღარიბის შემცირებას ისახავს მიზნად.

ნაჩვენები  იქნა  სადემონსტრაციო ნაკვეთები, სადაც  განაშენიანებულიქნა  ლურჯი  მოცვის  პლანტაციები.

  • :

    YouTube Embed: No video/playlist ID has been supplied

  • : წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

------------------------------

დატოვეთ კომენტარი