მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარში უიშვიათესი ფრესკა აღმოაჩინეს

------------------------------------------------------------------------------------------

წალენჯიხაში, ფერისცვალების ტაძარში, სადაც სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობს, წმინდა ნინოს წარწერებიანი,უიშვიათესი ფრესკა აღმოაჩინეს. სასულიერო აკადემიის ხატწერის კათედრის გამგის, პროფესორ მერაბ ბუჩუკურის ინფორმაციით, ფრესკა მეთოთხმეტე საუკუნეში ბიზანტიელი ხატმწერის მიერ არის მოხატული.
 
„წმინდა ნინოს ფრესკები საქართველოს ტაძრებში 12-ე, 13-ე საუკუნეებამდე არ გვხვდება. დადასტურებულად აქედან მხოლო ორი შემთხვევაა, დანარჩენი კი ვარაუდები. ამ შემთხვევაში დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფრესკა ბიზანტიელი ხატმწერის კირმანუელ ევგენიკოსის მეირ 1384-96 წლებში არის შესრულებული“.

    ------------------------------

    დატოვეთ კომენტარი