მუჟავას ადმინისტრაციულ ერთეულში ახალაშენებული საექიმო ამბულატორია საზეიმოდ გაიხსნა

------------------------------------------------------------------------------------------

მუჟავას ადმინისტრაციულ ერთეულში ახალაშენებული საექიმო ამბულატორია საზეიმოდ გაიხსნა. ოფიციალურ ცერემონიას ესწრებოდნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე ნინო ვიბლიანი, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გიორგი ლუკავა, მერის მოადგილე სევერიანე შეროზია,საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლები, „თემი და გარემოს“ და დონორი სახელმწიფოს წარმომადგენლები, ამბულატორიის თანამშრომლები, მუჟავას მოსახლეობა და სხვა პირები. მუჟავას საექიმო ამბულატორიის მშენებლობისა და აღჭურვის პროექტი განახორციელა არასამთავრობო ორგანიზაციამ „თემი და გარემო“. პროექტის ფინანსური მხარდაჭერა უზრუნველყო ფონდმა „მედიკორი“ (ლიხტენშტეინი). უნდა აღინიშნოს, რომ ამავე ორგანიზაციის მიერ სოფელ მუჟავაში აშენდა და აღიჭურვა საბავშვო ბაღი, რომელიც დღეს წარმატებით ფუნქციონირებს.

------------------------------

დატოვეთ კომენტარი