პირობები და წესები

გთხოვთ ყურადღებით წაიკითხოთ ჩვენი საიტის პირობები და წესები.

რეგისტრაციის დასრულების შემდეგ თქვენ ავტომატურად ხდებით ვებ გვერდი: www.Tsalenjikha.ge – ის თანაავტორი, სადაც  თქვენ შეგიძლიათ განათავსოთ წალენჯიხის მუნიციპალიტეტში არსებული ყველა საინტერესო აქტივობა, მათ შორის სიახლე, ისტორიული სტატია, განცხადება, ფოტო, ვიდეო კონტენტი და  ამით  ხმა მიაწვდინოთ წალენჯიხის მოსახლეობას.

ავტორმა უნდა გაითვალისწინოს საიტის წესები:

  • ავტორი ვალდებულია რეგისტრაცია გაიაროს მხოლოდ რეალური სახელი და გვარით.
  • საიტი www.Tsalenjikha.ge აპოლიტიკურია და ყველა, მცირედაც კი პოლიტიკურად ანგაჟირებული კონტენტი წაიშლება და ავტორი სამუდამოდ დაიბლოკება.
  • აკრძალულია სიძულვილის ენა.
  • სხვა ინტერნეტ რესურსიდან ინფორმაციის გადმოტანის შემთხვევაში უნდა იქნეს საავტორო უფლებები დაცული, საიტზე გამოქვეყნებამდე შეთახმებულ იქნეს კონტენტის ავტორთან და მხოლოდ ამის მერე მოხდეს გამოქვეყნება.
  • ავტორი ნებადართულია განცხადების სახით რეკლამირება გაუწიოს ნებისმიერ ბიზნეს წამოწყებას.
  • ჩვენს საიტზე განთავსებული ყველა პოსტი, სიახლე, განცხადება და სხვა კონტენტი წარმოადგენს ავტორის საკუთრებას, სხვა საიტზე გადატანის შემთხვევაში მოვითხოვთ მიეთითოს ავტორის სახელი და გვარი.
  • ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას გამოქვეყნებამდე გადაამოწმოს წყაროს სისწორე, შეასწოროს გრამატიკული შეცდომები და საიტის წესების დარღვევის შემთხვევაში წაშალოს ავტორის მიერ გამოქვეყნებული კონტენტი.
  • არსებობის შემთხვევაში აუცილებელია მითითებულ იქნეს ინფორმაციის წყარო.
  •  უპირატესობა მიენიჭება პოზიტიურ ინფორმაციას და განთავსდება მთავარი გვერდის ძირითად ბანერზე.
  • წესების დარღვევის შემთხვევაში ავტორი იქნება გაფრთხილებული, განმეორების შემთხვევაში კი სამუდამოდ დაიბლოკება.
  • ბოლო 6 თვის განმავლობაში არა აქტიური ავტორები წაიშლებიან.
  • საინტერესო კონტენტები განთავსდება სოციალურ ქსელში, ავტორის მითითებით.
  • სურვილის შემთხვევაში ავტორებისთვის გამოიყოფა ელ. ფოსტა @tsalenjikha.ge დომეინზე. მაგ: giorgi@tsalenjikha.ge
  • შეთანხმების შედეგად საუკეთეტესო ავტორები  დაინიშნებიან სოციალური ქსელის https://www.facebook.com/TSALENJIKHA გვერდის თანაავტორებად.
  • ყველა ფარულად რეგისტრირებული ავტორი წაიშლება და IP მისამართი დაიბლოკება.

 

  • www.Tsalenjikha.ge–ზე ინფორმაციის, პოსტის, განცხადების გამოქვეყნება არის სრულიად უფასო.

მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის.