სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებში ახალ ტურისტულ მარშრუტებზე მუშაობენ

------------------------------------------------------------------------------------------

სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტები მუშაობენ ახალ ტურისტულ მარშრუტებზე, რომლებიც დღემდე სათანადო პოპულარობით ვერ სარგებლობს დამთვალიერებელში, შესაბამისი გზის, თუ ინფრასტრუქტურის არარსებობის მიზეზით. გუბერნატორმა ლევან შონიამ მერებს ჯერ კიდევ გასულ თვეს დაავალა ამ მიმართულებით საქმიანობის გააქტიურება.

წალენჯიხა

ახალ ტურისტულ მარშრუტებზე მუშაობს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიაც. ერთ-ერთი პრიორიტეტი სქურში ინწრას ხეობაში ტურისტული მარშრუტის მოწყობაა. მერმა ბესიკ ფარცვანიამ „ლაივპრესს“ უთხრა, აქ კანიონის რესურსი არსებობს. მანვე აღნიშნა, რომ სქურიდან ტობავარჩხილის მიმართულებით მეორე მარშრუტიც დაიგეგმება.

„მარტვილის და ოკაცეს კანიონი ხომ იცით, ისეთივე ინფრასტრუქტურის მოწყობა შეიძლება აქ. კონკრეტულად ამ ორ მარშრუტზე ვმუშაობთ. თავისთავად, ქუაცანცალია და სხვა მარშრუტები რაც არსებობს, მათ განვითარებაზე ვმუშაობთ“, – განმარტა მერმა.
ბესიკ ფარცვანიას თქმით, ენგურზე არამხოლოდ წალენჯიხისთვის, არამედ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ტურისტული ატრაქცია მოეწყობა, რომელიც წელიწადში მარტო წალენჯიხაში 400 ათას დამთვალიერებელს მიიზიდავს.

    ------------------------------

    დატოვეთ კომენტარი