სკოლის მოსწავლეთა გაცვლითი პროგრამა ევროპაში

------------------------------------------------------------------------------------------

2018 წლის ოქტომბრის თვეში წალენჯიხის მუნიციპალიტეტსა და ლიეტუვას რესპუბლიკის ქ. უკმერგეს მერებს შორის ხელი მოეწერა მეგობრობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებდა ეკონომიკის, განათლების, ტურიზმის, ჯანდაცვის, კულტურის და სპორტის სფეროებში ურთიერთ თანამშრომლობას.

ამ ორი მუნიციპალიტეტის მერის ურთიერთ შეთანხმების საფუძველზე იქმნება შესაძლებლობა, მოხდეს წარჩინებული სკოლის მოსწავლეთა მოკლევადიანი გაცვლა. 10 უცხოენის მცოდნე უფროსკლასელი გაემგზავრება ქ. უკმერგეში და 1 კვირის განმავლობაში იცხოვრებს სკოლის მიერ შერჩეულ ოჯახებში. ახალგაზრდები დაათვალიერებენ ქალაქის ინფრასტრუქტურას, გაეცნობიან სკოლაში არსებულ სასწავლო მეთოდს. მოგვიანებით კი ჩვენი მოსწავლეები უმასპინძლებენ სტუმრებს ქ. უკმერგედან.

გამგზავრების ხარჯები შეიძლება დაიფაროს მუნიციპალიტეტის მერიის ან სკოლის მოსწავლეთა ოჯახების მიერ, რომელიც ქუთაისის აეროპორტიდან ვილნიუსის მიმართულებით ერთი გზა 30 – 70 ევროს ფარგლებში მერყეობს.

  • : ლევან ლუკავა
  • : 591194979
  • : llukava@emis.ge
  • : Array, Array, Array, Array, Array, Array, Array, Array, Array, Array, Array, Array, Array, Array
  • : ადგილობრივი_თვითმმართველობა
  • : 3000 ლარი

------------------------------

დატოვეთ კომენტარი