წალენჯიხასა და ქ. უკმერგეს შორის მეგობრობის მემორანდუმი გაფორმდა

------------------------------------------------------------------------------------------

12 ოქტომბერს, ლიეტუვეს რესპუბლიკის ქ. უკმერგეს კულტურის სახლში, ოფიციალურად ხელი წალენჯიხისა და უკმერგეს მუნიციპალიტეტებს შორის მეგობრობის მემორანდუმზე მოეწერა, რომელიც ქართული და ლიეტუვური მხარეების პარტნიორობას ეკონომიკის, განათლების, ტურიზმის, ჯანდაცვის, კულტურის და სპორტის სფეროებში ითვალისწინებს. მემორანდუმზე ხელი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მადგილემ სევერიანე შეროზიამ და ქ. უკმერგეს მერმა როლანდას იანიცკასმა მოაწერეს. ცერემონიალზე ასევე მიწვეულები იყვნენ ქ. უკმერგეს 8 ყოფილი მერი, რომლებიც 1991 წლის მოყოლებული ქალაქის მერიას ხელმძღვანელობდნენ .

ხელმოწერის ცერემონიალის შემგედ, გაიმართა ერთობლივი, საზეიმო კონცერტი, სადაც მონაწილება მიიღო წალენჯიხის სახალხო ანსამბლმა ,,ბედინერამ”, ვილნიუსის ანსამბლმა ,,არინუშკამ”, ლატვიურმა და ესტონურმა ფოლკლორულმა კოლექტივებმა.

------------------------------

დატოვეთ კომენტარი