წალენჯიხა, 20 მარტი. კამპანია “ევროპის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის შესახებ”

------------------------------------------------------------------------------------------

უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო კამპანიის მესამე ტალღის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება. ამასთან დაკავშირებით, დღეს, 20 მარტს გაიმართა შეხვედრა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ნიკოლოზ შენგელაიას სახელობის კინოთეატრში. მოსახლეობასთან შეხვედრის ფარგლებში ექპერტებმა და საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლებმა მოქალაქეებს გააცნეს ევროკავშირის/შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის წესები და ასევე ისაუბრებეს იმ რისკებზე, რაც დაკავშირებულია, როგორც ამ წესების დარღვევასთან, ასევე ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მიღების პროცედურების ბოროტად გამოყენებასთან. საინფორმაციო კამპანია საგარეო საქმეთა სამინისტროსა , ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით ,სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობითა და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მხარდაჭერით ხორციელდება. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

  • :
  • : საინფორმაციო ცენტრი ჯიხა

------------------------------

დატოვეთ კომენტარი