წალენჯიხელი გამომგონებელი – მამუკა აბრალავა, რომელიც პატენტის ლიცენზიას ელოდება.

------------------------------------------------------------------------------------------

საკუთარ თავს გამომგონებელს უწოდებს, ინოვაციური  და საინტერესო იდეების განხორციელებას რეალურად ახერხებს და ცდილობს, რომ არავის დაემსგავსოს. მამუკა აბრალავა წალენჯიხის რაიონში, სოფელ ლიაში  ცხოვრობს. საკუთარი სახელოსნო აქვს და აკეთებს ყველაფერს, რასაც მიზნად დაისახავს. ამ ეტაპზე მისი გამოგონება ჭიშკრის მექანიკური გასაღები და ჩამკეტია. ამბობს, რომ გამოგონება მას ეკუთვნის და მსოფლიოში ანალოგი არ ყავს. პროექტი გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსში უკვე წარდგენილი აქვს, კომისია განსახილველად 6თვიან ვადას აწესებს, რომლის შემდეგაც გაირკვევა, ნამდვილად არის თუ არა შთავაზებული სიახლე ორიგინალური, მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებს მამუკა აბრალავა პატენტის ლიცენზიას, მანამდე კი გვიხსნის, თუ რას წარმოადგენს მისი გამოგონება.კარის მექანიკური საკეტის გარდა მამუკას სხვა გატაცებებიც აქვს, მუდმივად მუშაობს სახელოსნოში, სადაც ნებისმიერ იდეას ხორცს ასხამს. მექანიკური ბლოკის საჭრელი დანადგარიც კი გააკეთა, რომელიც ელექტროენერგიას არ ხარჯავს, ასევე ტრაქტორის ძრავი, რომელიც მექანიკურია.სანამ ლიცენზიას მიიღებს, ახალ პროექტებზე იწყებს მუშაობას, ამბობს, რომ თუ მოინდომებს, ყველაფერი გამოუვა. იდეები რეალობად იქცევა და მოტივაცია იმაზე იმაზე მეტს შეაძლებინებს, ვიდრე აქამდე შეეძლო.

  • :
  • : ტელე-რადიო კომპანია „ოდიში“

------------------------------

დატოვეთ კომენტარი