წალენჯიხის მაცხოვრის ფერიცვალების ტაძარში ერთობლივი წირვა-ლოცვა აღევლინა

------------------------------------------------------------------------------------------

რამდენიმე წლის წინ მისმა მაღალ ყოვლადუსამღვდელოესობამ, ზუგდიდისა და ცაიშის, გერმანიისა და ავსტრიის მიტროპოლიტმა გერასიმემ განაწესა, რომ აღდგომის ბრწყინვალე შვიდეულის ყოველ პარასკევს წალენჯიხის მაცხოვრის ფერიცვალების საკათედრო ტაძარში ჩატარდეს ერთობლივი წირვა-ლოცვა ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად.
დღეს, 13 აპრილს, ტრადიციისამებრ მიტროპოლიტმა გერასიმემ სამღვდელოებასთან ერთად, წალენჯიხელი მრევლისა და ადგილობრივი ხელისუფლების თანდასწრებით წირვა-ლიცვა აღავლინა. ქადაგებისას მან მართლმადიდებლურ სამყაროს მიულოცა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული და კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ სიცოცხლე მარადიულია, ხოლო აღდგომა-დღესასწაულთა დღესასწაული.
  • : საინფორმაციო ცენტრი ჯიხა

------------------------------

დატოვეთ კომენტარი