წალენჯიხის მუნიციპალიტეტი საერთაშორისო ურთიერთობებს აღრმავებს და აქტიურად მიისწრაფვის ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ.

------------------------------------------------------------------------------------------

საქართველოს უახლოესი მეგობარი ქვეყნის, ლიტვის რესპუბლიკის ქალაქ უკმერგესა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებს შორის სამომავლო პერსპექტივების განხილვის მიზნით, 30 მაისს წალენჯიხაში საქმიანი ვიზიტით, ლიტვის რესპუბლიკის ქ. უკმერგეს მერი როლანდას იანიცკასი და მერიის აპარატის უფროსი სტასის იაცკუნასი ეწვევიან.
ვიზიტის ფარგლებში წალენჯიხის მერი ბესიკ ფარცვანია და სტუმრები განიხილავენ მუნიციპალიეტებს შორის გასაფორმებელ მემორანდუმის დელატებს, რომელიც 2018 წლის 10 ოქტომბერს ქ. ვილნიუსის ფილარმონიაში მოეწერება ხელი. მემორანდუმი ითვალისწინებს ქართული და ლიტვური მხარეების პარტნიორობას ეკონომიკის, განათლების, ტურიზმის, ჯანდაცვის, კულტურის და სპორტის სფეროებში.

რაც შეეხება თანამშრომლობას კულტურის განვითარების სფეროში – მემორანდუმის გაფორმებიდან მეორე დღეს – 11 ოქტომბერს ქ. უკმერგეში დაანონსდა ანსამბლ ,, ბედინერასა“ და ვილნიუსის რუსულ ანსამბლ ,,არინუშკა“–ს ერთობლივი კონცერტი.
სტუმრები წალენჯიხის მუნიციპალიტეტში 3 ივნისამდე დარჩებიან.

------------------------------

დატოვეთ კომენტარი