,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის სხდომათა დარბაზში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის პირველადი ჯანდაცვის მედ-პერსონალთათვის საინფორმაციო სახის შეხვედრა გამართა

------------------------------------------------------------------------------------------

მ.წლის 7 აგვისტოს, C ჰეპატიტის კამპანიის ფარგლებში,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის სხდომათა დარბაზში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის პირველადი ჯანდაცვის მედ-პერსონალთათვის საინფორმაციო სახის შეხვედრა გამართა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა – ამირან გამყრელიძემ,რომელმაც დეტალურად ისაუბრა C ჰეპატიტის პროგრამის შესახებ . მან დამსწრე საზოგადოებას ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა როგორც არსებული მდგომარეობის, ასევე სამომავლო გეგმების შესახებ.
C ჰეპატიტთან ბრძოლის მიმართულებით, საქართველო გამორჩეულია, რადგან ის არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც ამ დაავადების სამკურნალო უახლესი თაობის მედიკამენტები სრულიად უფასოა. ქვეყანაში მოქმედი C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ანალოგი მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ განხორცილებულა. პროგრამაში ჩართულია 50 000-მდე პაციენტი, განკურნების მაჩვენებელი 98,2%-ია.
შეხვედრას ესწრებოდნენ: წალენჯიხა-ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატი გოგა გულორდავა, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი ბესიკ ფარცვანია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი თამარ კვარაცხელია,ამავე ცენტრის წარმომადგენლები და სხვა სტუმრები.

  • : წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

------------------------------

დატოვეთ კომენტარი