წალენჯიხის მუნიციპალიტეტში 2008წლის ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

------------------------------------------------------------------------------------------

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში 2008 წლის, 8 აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. 
ათი წლის წინ 8 აგვისტოს რუსულ აგრესიას შეეწირნენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჯგალის ადმინისტრაციული ერთეულიდან ჯარისკაცი კობა ხარჩილავა და სამოქალაქო პირები ნაკიფუს ადმინისტრაციული ერთეულიდან-კეკე, ენვერ და დოდო ჭანიები.
გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს და საფლავები ყვავილებით შეამკეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა ბესიკ ფარცვანიამ, წალენჯიხა-ჩხოროწყუს მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგა გულორდავამ, მერის მოადგილე სევერიანე შეროზიამ, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა და სხვა პირებმა. 2008წლის აგვისტოს ომს სამეგრელო-ზემო სვანეთიდან 37 ადამიანი შეეწირა.

  • : წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

------------------------------

დატოვეთ კომენტარი