საჩინოს ადმინისტრაციულ ერთეულში სასმელი წყლის მაგისტრალებისა და ქსელების რეაბილიტაცის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

------------------------------------------------------------------------------------------

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის, საჩინოს ადმინისტრაციულ ერთეულში სასმელი წყლის მაგისტრალებისა და ქსელების რეაბილიტაცის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,გეოპლასტი” ასრულებს .
მიმდინარე სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდიდან 217 442 ლარით დაფინანსდა. ამ პროექტის განხორციელებით საჩინოს ადმინისტრაციულ ერთეულში სასმელი წყლის მაგისტრალი სრულად იქნება რეაბილიტირებული რაც განაპირობებს მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფას.
აღნიშნული სამუშაოები დაათვალიერეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა ბესიკ ფარცვანიამ და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა, საჩინოს ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარმა დეპუტატმა ლევან შელიამ.

  • :

    YouTube Embed: No video/playlist ID has been supplied

  • : წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

------------------------------

დატოვეთ კომენტარი